წინამდებარე რეფერალების პროგრამა წარმოადგენს თქვენსა და LTD „ARTY21“-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს მიერ შპს „არტი 21“-ის სპეციალური სერვისებით სარგებლობის პირობებს;
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით და ურთერთშეთანხმებით, ვებ-გვერდის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება გამოიმუშაონ დამატებითი მარკეტინგულ ბონუს თანხა;
1.2. დამატებითი მარკეტინგულ ბონუს თანხის გამომუშავება ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე „მეგობრების“ მოწვევის შემთხვევაში, რომელიც ერთი მხრივ ხელს უწყობს ვებ-გვერდის პოპულარიზაციას ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელს ეხმარება გამოიმუშაოს დამატებითი თანხები მარტივად;
2. შესრულების ზოგადი წესები და პირობები
2.1. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს რეფერალების პროგრამით, მან უნდა განახორციელოს „მეგობრების“ მოწვევა ვებ-საიტზე სარეგისტრაციოდ. მეგობრების მოწვევას უკვე რეგისტრირებული მომხმარებელი ახორციელებს უნიკალური ბმულის მეშვეობით, რომელსაც კომპანია აწვდის მას;
2.2. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მოწვეული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-საიტზე უშუალოდ მომხმარებლსი მიერ გაგზავნილი უნიკალური ბმულის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომხმარებლისათვის რაიმე სახის მარკეტინგულ ბონუს თანხის გადახდა;
3. მარკეტინგულ ბონუს თანხის ანაზღაურება
3.1. რეგისტრირებულ მომხმარებელს მარკეტინგულ ბონუს თანხა მიეცემა ყოველ მომდევნო თვეს, წინა თვის დაგროვილი რაოდენობიდან გამომდინარე, კომპანია თანხის ასანაზღაურებლად იყენებს 10 დღიან საშეღავათო პერიოდს (კალენდარული დღე);
3.2. კომპანია რეგისტრირებულ მომხმარებელს მარკეტინგულ ბონუს თანხის სახით აძლევს მოწვეული პირის მიერ კომპანიაში ჩარიცხული თანხის 0.1% დან 20% მდე ოდენობით ფულად თანხას; აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია;
3.3. თანხის ჩარიცხვა რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ხდება მის მიერ მიწოდებული ანგარიშის მეშვეობით ყოველი თვის დაგროვილი მოწვეული პირების ოდენობის მიხედვით;