ვებ-გვერდით https://qrl.ge სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „არტი 21“-ს შორის
დადებულ ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს მიერ შპს „არტი 21“-ის
სპეციალური სერვისებით სარგებლობის პირობებს;
წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით
ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი
პირობა;
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც
არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური
ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და
მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.
წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის
გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და
ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად
შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.
წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად
შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და
ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა
ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.
1. ზოგადი პირობები
1.1 წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ
ვერიფიკაცია, ასევე შეიძინოთ კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისები;
1.2. წინამდებარე აპლიკაციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად
აუცილებელია სრული სიზუსტით შეავსოთ თქვენი მონაცემები ქვემოთ არსებულ
ველებში და ასევე, რა თქმა უნდა, დაიცვათ ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და
პირობები;
1.3 მომხმარებელი ვებ-გვერდით გათვალისწინებულ სარგებლობის წესებსა და
პირობებზე თანხმობით ვალდებულია დაიცვას დადგენილი აბსოლუტურად ყველა
პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას გამოიყენოს,
სხვადასხვა, ტიპის სანქციები დამრღვევი მომხმარებლის მიმართ;
1.4. მომხმარებელი წინამდებარე წესებსა პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ
გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული,
ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ
იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი
მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის,
მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს
კომპანიის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს,
პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული
კომპანიის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების
დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისათვის
წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე
არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.6. მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის
მისაღებია;
2. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
2.1 აპლიკაციით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი
ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება,
კომპანიის საიდენთიფიკაციო კოდი, მოწყობილობები და ოპერაციული
სისტემები, ბრაუზერები, და ბრაუზერების სისტემის ენები, IP მისამართი, ტელეფონის
ნომერი, ელ. ფოსტა, პირადი ნომერი, ლოგო, QRCODE, სოციალური ქსელის ბმულს
Twitter,Facebook, Instagram, TikTok, NFC Business Card, ინფორმაცია, რომელსაც
ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის;
2.2. კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში
მითითებული პერსონალური ინფორმაციის შენახვას 01 კალენდარული წლის
განმავლობაში (რაზეც მომხმარებელი აცხადებს თანხმობას) და უფლებამოსილია
სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის
პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის
შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან
პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ
არსებული მონაცემების განადგურება. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის
განმავლობაში კომპანია ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება;
3. ვერიფიკაციის პირობები/პროფილის გაუქმება
3.1 ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც სურს დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე,
ვალდებულია გაიაროს შესაბამისი ვერიფიკაცია ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის
მეშვეობით; რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა ატვირთოს
ფოტოსურათი/ლოგო, ატვირთოს სერვისის მომსახურეობის ფოტოსურათები და
სურათის სახელი, ატვირთოს პროდუქცია, დაამატოს შინაარსი/აღწერა, მიუთითოს
პირადი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა: მისამართი
GoogleMap Yandex Map, Whatsapp, Viber, Telegram, სოციალური ქსელების ბმულები
Facebook, TikTok.com, Instagram, Twitter, და სხვა მოთხოვნილი), შექმნას QR CODE,
შექმნას vCard Pro.vcf ( Add Contact ) და სხვა;
3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია მისი სერვისის (კომპანიის თუ ინდ.მეწარმის)
რეგისტრაცია განახორციელოს მხოლოდ ერთხელ. იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება
ერთი და იგივე ბრენდის რეგისტრაციის მცდელობა ორჯერ, კომპანია უფლებამოსილია
მიიღოს შესაბამისი ზომები (დაბლოკოს ექაუნთი, უარი თქვას რეგისტრაციაზე თუ სხვა);
3.3. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა წაშალა ვებ-გვერდიდან მისი
პროფილი/შინაარსი, კონტაქტები, ლოგო, სახელი, გვარი და სხვა მონაცემი აღნიშნული
აღდგენას არ ექვემდებარება;
3.4. .თუ მომხმარებელმა წერილობითი მოითხოვა პროფილის წაშლა, პირადი
ინფორმაცია ან ციფრულ სავიზიტო ბარათი წაიშლება და იგი აღდგენას არ
ექვემდებარება, ასევე არ ექვემდებარე აღდგენას NFC Business Card;
3.5. ამასთანავე, საიტზე მართვის პანელში შესასვლელად ელ-ფოსტა ინახება 01 წლის
განმავლობაში;
4. ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები:
მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები
მეთოდებით:
1. ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე
ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის
ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას;
2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ
იგი ეთანხმება მას სრულად;
5. თანხის დაბრუნების პირობები
5.1. თანხის დაბრუნების პირობები ეხება თქვენს მიერ შეძენილი ფასიანი მომსახურების
საფასურის დაბრუნების პირობებს;
5.2. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს შეძენილი ფასიანი
მომსახურების თანხის დაბრუნების უფლებით;
5.3. კომპანია არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული უკან დაუბრუნოს
მომხმარებელს შეძენილი “პრემიუმ პაკეტის” საფასური;
6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
6.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
6.2. მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო;
6.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან
უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
7.პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. თქვენ აცნობიერებთ, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა
კომპანიის ვებ-გვერდით და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი
გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით;
7.2. კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას
წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა
და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან
დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება
(კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან
დაკავშირებით კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და
მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები,
ვირუსები ან სხვა სახის პრობლემები;
7.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე,
სახელშეკრულებო, დელიქტური ან სხვა სახის დაზიანებასა და დანაკარზე, რომელიც
წარმოიშვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენ მიერ ვებ-გვერდზე არსებული
ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან;
7.4 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე
პირის წინაშე რაიმე ცვლილების, აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის
შემთხვევაში;
7.5 თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ
კომპანიის აპლიკაცია არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან
ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის, ან ხაზების
დაკარგვის, ან დაზიანების გამო. აგრეთვე, მესამე პირთა მიერ აპლიკაციის ან მისი
შემადგენლობის უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა
არსებული გარემოების შემთხვევაში;
7.6 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია
ზემოაღნიშნული პუნქტებით და ასეთი ზიანი არ ანაზღაურდება;
8 გარდამავალი დებულებები
8.1. მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და, ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია
საქართველოს კანონმდებლობით;
8.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით
გაუქმდა, აღიარებულ იქნა ბათილად ან შეწყვეტილად, აღნიშნული პუნქტის ან მისი
ნაწილი გამოყენება აღარ მოხდება. თუმცა, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას
დარჩენილი პირობების ნამდვილობაზე;
8.3. კომპანიას აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები აღნიშნული
პირობების ტექსტში და ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს კომპანიის საინფორმაციო
საშუალებების, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
8.4. მომხმარებელი კომპანიასთან წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის
უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები, მოთხოვნები, ან
ვალდებულებები გადასცეს სხვა პირს;
8.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული პირობებით,
მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის
მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
9.ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში
9.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს
განახორციელებს კომპანია მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
10.ერთიანი ხელშეკრულება
10.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა
ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-
გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით. იგი ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და
სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ
კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
კონტაქტი
წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში :